ჩვენი ისტორია
ჩვენი ისტორია
ჩვენი ისტორია
ყველაფერი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.
ორივე პროგრამირების ფაკულტეტზე მოვხვდით და სწორედ იქ შევხვდით ერთმანეთს. ძალიან მალე ახლო მეგობრები გავხდით – ერთად ვაცდენდით ლექციებს, ვმეცადინეობდით, ვთამაშობდით, ვსეირნობდით, დავდიოდით კინოში და იმ სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობდით, როცა გგონია, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს შენთან არიან, ყოველთვის გეყოლება.
ერთ დღეს ერთმანეთს აღარ შევეხმიანეთ. ერთდროულად და ზუსტად ასევე მოულოდნელად, როგორც ამ წინადადებას გადააწყდით ტექსტში. მიზეზს, ახლა რომ გვკითხოთ, ვერც ერთი ვერ გეტყვით.
როგორც აღმოჩნდა, გზები მთელი 10 წლით გაიყო. ამ წლების განმავლობაში თითოეულს ჩვენი ცხოვრება გვქონდა, ჩვენი ისტორიები და ერთმანეთისთვის მხოლოდ ერთ ბავშვურ, შორეულ სექტემბრად ვიქეცით.
ვიღაც ბედისწერას დააბრალებს, ვიღაც იტყვის ღმერთის ნება იყოო, ვიღაც კი უბრალო შემთხვევითობად ჩათვლის, მაგრამ ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. ძველი მეგობრობა დაბრუნდა, თუმცა ამჯერად მასში გაცილებით რაღაც უფრო ძლიერი და ლამაზი გაჩნდა. შეიძლება, ეს 10 წელი რომ არა, დღეს რაც გვაქვს ის არც გვქონოდა. ამას ვერავინ ვეღარ გაიგებს და, ალბათ, არც არის საჭირო.
ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცით, ერთმანეთს აღარასდროს დავკარგავთ.